
„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ალექსანდრე ნინუაც შესყიდვების უფროსი იყო თავდაცვაში.
მასაც წარუდგინეს ბრალი გაფლანგვაზე (სამარცხვინო ბრალდებებია: ყველა ტელევიზიით გაშუქებულ წრთვნებზე ეუბნებიან, არ ჩატარებულაო და სამხედრო ტექნიკის ყიდვისას ფული მოტეხეო - სამხედრო მანქანების ფასები, სამშენებლო მანქანების ფასების მიხედვით დაადგინეს და ისე გადაწყვიტეს.
თუმცა ეს არაფერი - ან თბილისში, ანაც სტრასბურგში, პროკურატურა მაგრად დაიცინება. არც ნინუა დადნება ციხეში - he is a tough guy). ცხადია ნინუა იმიტომ დაიჭირეს, რომ კეზერაშვილისთვისაც წარედგინათ ბრალი და ასეც მოიქცენენ. ლოგიკა ის იყო, რომ შესყიდვების უფროსი მინისტრისგან დამოუკიდებლად არ იმოქმედებდა.
ჰოდა მე მაინტერესებს, ალასანიასაც წარუდგენენ ბრალს?"- წერს ჩერგოლეიშვილი.