
„ჯი-ეიჩ-ენის“ დამფუძნებელი გოჩა მირცხულავა მედიაში შექმნილ მდგომარეობას ეხმიანება და წერს, რომ დეკემბერში „მაესტროსთვის“ მოიცლიან, იანვარში „რეაქციას“ დახურავენ და გაზაფხულზე ივანიშვილს „სანუკვარი მედიასივრცე“ ექნება.
"მაესტროს" დეკემბრის ბოლომდე მოილევენ, იანვარში გრიგოლიას "რეაქციას" დახურავენ, იანვარშივე მოიცლიან საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, მერე ინტერნეტმედიას და გაზეთებს მიაყოლებენ - ორ-სამთვიან ფინასურ კრიზისს გაუჩალიჩებენ და მარტში- აპრილის დასაწყისში ბიძინას სანუკვარი მედისივრცე უნდა ჰქონდეს.
მედიასერობის შედეგია ეს, რომელსაც დემოკრატ-ლიბერალი ტიპებიც ესწრებოდნენ. თვეზე მეტია ამას გავყვირი, გესმით ვინმეს? დაისვით ეთერში ატროფირებული და ნაყიდი პოლიტიკანები, ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების შეუბღალავი ავტორიტეტები, რომლებიც ხმას არ ამოიღებენ თქვენს გარდაცვალებაზე.
მათგან გვირგვინს კი არა, პანაშვიდზე მოსვლასაც არ უნდა ელოდოთ. უყურეთ გულარხეინად ერთმანეთის გარდაცვალებას. უსმინეთ ბრძენი ქართველების გამონათქვამებს ჟურნალისტურ სტანდარტებზე. იხალისეთ დღევანდელი დღით. სხვა არაფრის თავი არც გქონიათ და არც გექნებათ არასოდეს...“, - წერს გოჩა მირცხულავა „ფეისბუქზე“.