
ინგა გრიგოლიას განცხადებას „ქობულეთის შეხვედრასთან“ დაკავშირებითგიგა ხაინდრავამ „კვირის ქრონიკიდან“ უპასუხა.
„ტელევიზიების მიმართ ჩემი დამოკიდებულება დიდი ხანია ცნობილია და ეს განცხება პირველად არ გამიკეთებია.
თუკი ინგა გრიგოლიას კითხვები გაუჩნდა, მას შეეძლო, სტუდიაში მივეწვიე და ყველა კითხვაზე არგუმენტირებულად ვუპასუხებდი...
როცა ის ე.წ. "ქობულეთის შეხვედრას" ახსენებს და აინტერესებს, ეს ჩემი მოსაზრებებია თუ ქობულეთში ივანიშვილის შეხვედრის პათოსი, ინგა გრიგოლიას შეეძლო "იმედის" ხელმძღვანელის საყევარიშვილის სტუდიაში მიწვევა, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა და მისთვის კითხვის დასმა, თუ რაზე იყო კონკრეტულად საუბარი ქობულეთში, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე. დღეს მეტის თქმას არ ვაპირებ!" - აღნიშნა მან ჟურნალისტთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ინგა გრიგოლიამ გადავწყვიტა, პასუხი გასცეს ყველას, ვინც მწვავე გადაცემების გამო, ამა თუ იმ პოლიტიკური გუნდის პოზიციის გამყარებაში ადანაშაულებს.
„რაც არ უნდა არ მოგწონდეთ ჩვენი გადაცემების სტუმრები, რაც არ უნდა გაღიზიანებდეთ რომელიმე სტუმრის პოლიტიკური კუთვნილება, "რეაქცია" მაინც ყოველთვის დაეთმობა ყველა მოსაზრების ადამიანს.
განსაკუთრებით არასასიამოვნო სიგნალი პირადად ჩემთვის აღმოჩნდა ე.წ "ქობულეთის შეხვედრის" ერთ-ერთი მონაწილის, გოგა ხაინდრავას შემოტევა ჩვენს გადაცემაზე.
არა ხაინდრავას გამო, არამედ იმის გამო, რომ ამ შეხვედრაში ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა. ხაინდრავას პათოსი "იმედს", "მაესტროს", "რუსთავი 2"-ს ერთდროულად ეხებოდა.
"როცა იმედს ვუყურებ, თმები ყალყზე მიდგება, რადგან ტელეარხზე ბაკქანალიაა, ეს არის სრული სიბინძურე, ფარისევლობა, პროპაგანდა, რომელიც წამლავს საზოგადოებას" და ა. შ. ეს რეჟისორ ხაინდრავას ყველაზე რბილი შეფასებები იყო მედიის მიმართ, კიდევ უფრო უარესებიც ითქვა. იმედს ვიტოვებ, რომ ეს პირადად ხაინდრავას მოსაზრებებია და არა ქობულეთში ივანიშვილთან შეხვედრის პათოსი.
პასუხად ვიტყვი ერთს, მათ გასაგონად ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ ხელოვნურად ვძაბავთ სიტუაციას და ვქმნით დაძაბულობას, თუ გადაცემები მწვავე გამოდის, ჩვენ ნუ დაგვადანაშაულებთ ამაში, ჩვენ ვაშუქებთ იმ რეალობას, რაც ქვეყანაში ხდება და ასე ვაპირებთ კიდეც გაგრძელებას.
მე, როგორც გადაცემის წამყვანს, მსგავს ბრალდებებზე რეაქცია ნული მაქვს, თუმცა ქობულეთის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების მიმართ ამ ტონალობაში შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებებს, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლიდი", - წერდა ინგა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.