
გია ხუროშვილი „ფეისბუქზე წერს“, რომ მისთვის გასაკვირი აღმოჩნდა არა პრემიერის ვიზიტის გამო ატეხილი აჟიოტაჟი, არამედ ის, რომ ამის გამო მთავრობა თავის მართლების რეჟიმზეა გადასული.
„თვალყურს ვადევნებ პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს და მიკვირს და არც მიკვირს. დიახ, პრემიერ-მინისტრი უნდა მგზავრობდეს მაღალი კლასის ბილეთით, დიახ, ის უნდა ცხოვრობდეს მაღალი სტანდარტების (მათ შორის უსაფრთხოების კუთხით) სასტუმროში და მისი ჩაცმულობა და აქსესუარი უნდა იყოს პროტოკოლით გათვალისწნებული მოთხოვნების შესაბამისი...
მაგრამ „ქართული ოცნების“ პრობლემა იცით, რაშია? – ზოგიერთმა ენა რომ მოიტყავა, უკან დასახევი არ აქვთ?! ამაზე არ არის საქმე აღძრული?!...გაიგეთ, მეგობრებო, ვიზიტის დროს მასაჟიც მოსულა და სექსიც!...და ნუ შეუძვრებით ლოგინში ნურავის!“,- წერს ხუროშვილი სოციალურ ქსელში.