
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი, შსს-ს გენინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელი თენგიზ გუნავა ბაჩო ახალაიას მიმართვას და იმ განაჩენს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ყოფილ მინისტრს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
"მთავარია, შენ მხნედ ხარ, ვერაფერს დაგაკლებს ამდენი უსამართლობა, მე ხომ კარგად ვიცი, მთელი შენი შეგნებული ცხოვრება კრიმინალს ებრძოდი, იღწვოდი ქვეყნის საკეთილდღეოდ, აკეთებდი ქართულ საქმეს, დღეს მეხუთე კოლონა გვიტევს, უნდა გაგვტეხოს დაგვაჩოქოს, მაგრამ ვერ ეღირსებიან ვერასოდეს...
ძალიან ახლო მომავალში ქართველი ხალხი გასცემს სათანადო პასუხს რუსების მარიონეტ ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას!