-
2014-10-13 23:12
ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელშიც მთვრალი მამაო პატრულს არ ემორჩილება.
„არ დაიზაროთ, უყურეთ...
რესპექტ, პატრულს, როგორ შეიკავეს თავი. ამას მიშას დროს საკუთარ შარდს დაალევინებდენ! ბავშვს რომ იფარებს და სპეკულირებს, ხომ საერთოდ :))))
ახლა სერიოზულად მაინტერესებს, ასეთების და კონკრეტულად ამის მიმართ ეკლესია თუ იღებს რაიმე ზომებს, თუ ყველაფერი „არ განიკითხოთი“ მთავრდება?!", - წერს გამსახურდია.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო „მთვრალი მამაო პატრულს ეკაჩავება“, რომელიც შინაარსიდან გამომდინარე მაშინვე აიტაცა ინტერნეტ მომხმარებელმა.
YouTube-ზე გავრცელებულ ვიდეოში არაა მითითებული, სად და როდის ხდება ფაქტი, ან ვინ არის ნასვამი სასულიერო პირი. თუ მამაოს საუბრით ვიმსჯელებთ, იგი იმერეთიდან ინდა იყოს.