
10 ოქტომბერს, ღამის საათებში პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დაკავებული ყოფილი პოლიციელი ზვიად კუპრავა წერს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანამდე, როცა პატრულის მანქანაში მარტო დარჩა, რაციაში წინა ხელისუფლების მხარდამჭერი მოწოდებები გააკეთა.
ამის შესახებ ზვიად კუპრავამ "ფეისბუქზე" დაწერა:
"გაუმარჯოს მიხეილ სააკაშვილს, გაუმარჯოს ჩვენ საყვარელ მინისტრ ვანო მერაბიშვილს, გაუმარჯოს ბაჩო ახალაიას“ აი ეს სიტყვები ისმოდა 10 ოქტობერს დაახლოებით ღამის 2-3 საათზე პოლიციის რაციებზე სრულიად საქართველოს მაშტაბით.
10 ოქტომბერს ღამით სრულიად უსაფუძვლოდ პოლიციამ გადმომსვა ჩემი მანქანიდან და გადამიყვანეს თავიანთ მანქანაში, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა დამერეკა ადვოკატთან, მე ამის საშუალებას არ მაძლევდნენ. რამოდენიმე სათიანი ,,კატაობის“ შემდეგ მომცეს ქვითარი სადაც ეწერა, რომ ვიყავი დაკავებული ადმინისტრაციულად 173 მუხლით (პოლიციის დაუმორჩილებლობა).
მიმიყვანეს ქალაქის სამმართველოში ე.წ. კაპეზეზე სადაც აპირებდნენ ჩემს ,,შესახლებას“ რა დროსაც ჩემი თანმხლები ყველა პოლიციელი ჩავიდა მანქანიდან და მე დავრჩი ხელებშეკრული, თუმცა მარტო პატრულის ა|მანქანაში. რითაც ვისარგებლე მომენტალურად გადავწვდი რაციას, რომელიც ტორპედოზე იყო მიმაგრებული და პირდაპირ ეთერში მივმართე სრულიად საქართველოს პოლიციას:
,,პოლიციელებო! მოგიწოდებთ არ დაემორჩილოთ ,,უპრიანი“ მინისტრის უკანონო ბრძანებებს... ჩვენი საყვარელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი იმყოფება უკანონო პატიმრობაში.... თავისუფლება ვანოს! გაუმარჯოს მიხეილ სააკაშვილს! გაუმარჯოს ვანო მერაბიშვილს! გაუმარჯოს ბაჩო ახალაიას!... გაუმარჯოს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას!“.
ჩემი ეს მოწოდება პირდაპირ ეთერში გრძელდებოდა ერთ წუთზე მეტ ხანს, რაც გაიგეს ხელის რაციაზე ,,კაპეზეში“ შესულმა ჩემმა დამკავებელმა პოლიციელებმა, მიხვდნენ რომ მე ვიქნებოდი, მოვარდნენ და დამიწყეს ჯაჯგური, ცდილობდნენ რაცია ხელიდან გამოეგლიჯათ, თუმცა მე რაციას მათ არ უთმობდი და უწყვეტად ვაგრძელებდი პოლიციელებზე მოწოდებებს.
რამოდენიმე ათეული წამის მერე, გამომელია ენერგია და რაცია გამომგლიჯეს ხელიდან... თუმცა არასოდეს დამავიწყდება ის ბედნიერება და ემოცია რასაც მე განვიცდიდი მაშინ დაახლოებით 5 წუთში ქალაქის სამმართველოსთან დაცვივდნენ შავი ჯიპებით სამინისტროს მაღალჩინოსნები, გენერალური ინსპექციის თანამშრომლები, საპატრულო პოლიციის მთელი ხელმძღვანელობა...
მათ აშკარად ეტყობოდათ, რომ შოკირებულები იყვნენ მომხდარი ფაქტით... არ იცოდნენ რა პასუხი გაეცათ ,,თალიბანისა“ და ,,ჰაკიმ ფაშასათვის“, მიყურებდნენ და ალბათ სურვილი ქონდათ გავეგლიჯეთ შუაზე.
მეორე დღეს სასამართოში წარმადგინეს, მოსამართლემ ჩემი შუამდგომლობის საფუძველზე პროცესი 22 ოქტომბერს 4 საათზე გადადო. გელოდებით ყველას... ვისაც ამ ისტორიის live-ში მოსმენა გსურთ", - წერს ზვიად კუპრავა.