
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ მისი საავტორო გადაცემა, ყველაზე გვიან ახალ წლამდე, ყველაზე ადრე კი დაახლოებით ერთ თვეში გავა ეთერში.
ის, რომ ივანიშვილი საავტორო გადაცემას ამზადებდა, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იყო ცნობილი.
მაშინ დეპუტატმა გოგა ხაჩიძემაც გადაწყვიტა, რომ გაეკეთებინა საავტორო გადაცემა, რომელშიც ივანიშვილის თოქ-შოუს შეაფასებდა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას დეპუტატი ფეისბუქის პირად გვერდზე გამოეხმაურა.
„მეგობრებო!
შესაბამისად, ჩემი პროექტიც „ია პომნიუ ვაშუ გადაცემუ" ახალ წლამდე გამოჩნდება და კვირაში ერთხელ გავა,‘“- წერს გოგა ხაჩიძე.