-
2014-10-01 17:24
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, ზაზა დავითაიას ცემის ფაქტს ეხმაურება.
„ძალიან ცუდია ნაცემი „ჟურნალისტის“ ფოტოს ნახვა, მაგრამ მიკვირს მათი შეშფოთება, ვინც დავით კოდუას ნაცემ ფოტოზე წერდა - რა მაგარიაო!!!
თუ ვინმე მეტყვის, კოდუა იმსახურებდაო, ვუპასუხებ, მასე ღიად რუსული პროპაგანდის ავტორი დავითაიაც „იმსახურებდა“!
ძალადობა შობს ძალადობას!
ეს არის 2+2=4 და როცა ერთს ტაშს უკრავ ცემა ტყეპაზე და არ გმობ ძალადობას, ან სხვას მოუწოდებ, აჰა ბადრაგების მისამართები და ჩაქოლეთო, აუცილებლად მოგხვდება მუშტი! ეს ასეა!
Farnaoz Chkadua, მანანა დამითაგეთ, კობახიძე!!!“, - წერს ჟორჟოლიანი.