-
2014-09-26 09:53
მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში ცილისწამებასა და ჭორაობაზე წერს.
„რაც დრო გადის, უფრო მეტად ვრწმუნდები, ცოდვით დაცემულ, ტალახში ამოსვრილ ადამიანს უფრო ესმის, რა არის მიტევება და ქრისტიანული სიყვარული, ვიდრე ,,ქალწულებაში" მყოფ „წმინდანს“, რომელიც მხოლოდ იმით არის დაკავებული, მთელი ცხოვრება სხვის განკითხვაში იყოს და ამ მდგომარეობას „გულისტკივილის“ სტატუსი მიანიჭოს.
თუ ვინმე-არასასურველთან დაგინახეს, აუცილებლად ისეთად შეგრაცხავენ.
რომ ჰკითხოთ, ღმერთი უყვართ, მცნებების მიმდევრები არიან და მოსაგრედ ცხოვრობენ, ოღონდ მათთვის სასურველი ჭორებით ივსებენ სტომაქს და საშინლად „ეცოდებათ“ გზას აცდენილი.
სინამდვილეში ბედნიერებისგან ცახცახებენ, ოღონდ ადამიანებზე სიბინძურეები მოისმინონ. მათზე უარესებს ლაპარაკობენ, მაგრამ აქაც სირაქლემის მდგომარეობა შველით. ჭორიკანა ქრისტიანებო, საკუთარ ცოდვებზე და კაცთმოძულეობაზე იგლოვეთ.
უმაღლეს თეოლოგიას ფლობთ, არ უნდა იცოდეთ, ამპარტავან წმინდანს მონანული უწმიდური სჯობს. მხდალი, უსუსური, სხვისი ცოდვების გამკითხავი, ვერასდროს იქნება სარწმუნოების აპოლოგეტი.
თუ ამისთვის იბრძვიან, სხვა გზებითაც შეიძლება, ყოველგვარი ცილისწამების და სიბინძურეების გარეშე...“ - წერს მამა პეტრე.