-
2014-09-24 23:32
რეჟისორის მხრიდან სანდრა რულოვსის მისამართით გამოთქმულმა არაკორექტულმა სიტყვებმა სოციალურ ქსელში სტურუას მისამართით საყოველთაო გულისწყრომა გამოიწვია.
„ფეისბუქზე“ გამოცხადებულ პროტესტს თავად რობერტ სტურუა გამოეხმაურა.
„აი ასეა, იტყვი სიმართლეს, გულნატკენს ორი უშვერი სიტყვა წამოგცდება და დაგესევიან...
თითქოს პირველად ესმით ეს სიტყვები, თითქოს არც ტოლსტოი ყოფილა მასლოვას "блядью",არც ხემინგუეი თავისი"fuck"-ით, არც "გარგანტიუა" თავისი "ბარიტონული კუილ-თ", საიდან ამდენი გიმნაზისტკური კლდევამოსილება: გადით ქუჩაში, კინოში, სცენაზე - ბოლოს და ბოლოს "ულისე" გადაიკითხეთ(ჰმ?).
ორმა ჩემმა სიტყვამ ფეისბუკი, ეს წესიერი და ღვთისმოსავეთა შესაფარი, ააფეთქა, თითქოს დაწყევლილი ორიოდ სიტყვაა მთავარი და არა ის, რასაც ტკივილით ვამბობ.
ერთი ჭკუას მარიგებს, საბჭოთა პედაგოგის ტონით გამოსწორების მიზნით, საკუთარ თავზე იმუშავეო, მეორე, ო, პარადოქსი, უშვერი სიტყვებით მარიგანეს, ვიღაცა ისტერიკაში ჰოლანდიიდანაც კი მირეკავს, ვიღაცა ქუჩის დედაკაცივით იწყევლება!
ადამიანებო, რა დაგემართათ, ახლა გაიგეთ ჩემი აზრები? ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს კაციჭამიები კაცთმოყვარეობას მოითხოვენ ჩემგან! ამ-ამ.
P.S.
სხვათაშორის, პრინტის წყალობით ყველაფერი გადამაქვს ქაღალდზე.
რა მდიდარი ყოფილა ქართული ენა, ხომ არ შევადგინო "ბოღმის ლექსიკონი"? მიაუ...“, - წერს რობერტ სტურუა.