-
2014-09-24 18:57
,,მე სხვანაირი მენტალობა მაქვს, ჩემი ადგილი ციხეში არ არის,"- რას წერდა ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე დღიურში, ვიდრე მას დააკავებდნენ.
დაკავებულის დედა ცირა გოდერძიშვილი თავისი შვილის დღიურიდან ამონარიდს ასაჯაროებს, რომელიც მან დაკავებამდე დაწერა.
„2014 წელი ყველაზე მაგარი წელია ჩემს ცხოვრებაში. იმდენი კარგი რამე მოხდა, რომ ვერასოდეს ვიოცნებებდი. ჩემს ცხოვრებაში ძალიან ძნელია მოულოდნელობები და ხანდახან სიზმარი მგონია ყველაფერი.
ცუდიც კი კარგად მახსენდება. ძალიან მაგარი მოხდა ის, რომ ბავშვობის ნატვრა ამიხდა და ციხეს დავაღწიე თავი - იმ სიბნელეს, იმ ჯურღმულს, სადაც ჩემი ადგილი არასდროს ყოფილა. იქ არაა ჩემი ადგილი, მე სხვანაირი მენტალობა მაქვს, ძალიან შორს ვარ იმ ადგილიდან. ყველაზე კარგი მოხდა, რომ გოგო გავიცანი“, - წერდა ოქროპირიძე.
ცირა გოდერძიშვილის თქმით, გიორგი ოქროპირიძე ცოლის მოყვანას აპირებდა, ასევე გეგმავდა სწავლასაც და როგორც გოდერძიშვილი ამბობს, მისი შვილი შავი ზღვის უნივერსიტეტშიც ჩაირიცხა, სადაც ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე უნდა ესწავლა.