-
2014-09-24 17:38
საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი წერს, რომ ბოლო დროს მის კომენტარებზე ბოტების სახით ერთსა და იმავე ტექსტებს წერენ.
"მთავრობა დიდი მონდომებით ცდილობს გაანეიტრალოს სოციალურ ქსელებში არსებული ნეგატივი. ბოტების, ჩინოვნიკების და პარტ.აქტივის რესურსი უკვე აღარაა საკმარისი. ამიტომ, ახლა ცდილობენ სისხლისსამართლებრივი ზომები დააწესონ ინტერნეტისთვის, რაც თავისთავად უტოპიაა.
ბოტების და პარტ.აქტივის გამწარება იმაშიც გამოიხატება, რომ უკვე ვერ ახერხებენ ახალი ზღაპრების მოგონებას და copy/paste-ით დებენ ერთსა და იმავე ტექსტებს კომენტარებში.
მაგალითად, ჩემს პოსტებზე ბოლო კვირას სხვადასხვა ბოტების და ჩინოვნიკების სახელით იდება ერთი და იგივე შინაარსის ტექსტი: "ეს ის შაშკინი არ არის, რომელიც სისხლის დალევით იმუქრებოდა?!" დრო რომ დავუზოგო ამ კონტიგენტს კიდევ ერთხელ ვიმეორებ:
კი, მე ის შაშკინი ვარ, რომელმაც საჯარო სკოლის დირექტორებს ხუმრობით ვუთხარი, სკოლების რემონტების და ბავშვების კუთვნილი ფული სახლში არ წაიღოთ, თორემ თქვენს სისხლს დავლევთქო. ხუმრობით ნათქვამმა სიტყვებმა სახელმწიფო ბიუჯეტს 1 წელიწადში მარტო სკოლის ვაუჩერებისგან 20 მილიონი ლარი დაუზოგა.
იქნებ თქვენ იმის ნახევარი მაინც გააკეთოთ, რაც ჩვენ გავაკეთეთ ამ ქვეყნისთვის.