
ყოფილი დეპუტატი ირინა სარიშვილი „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართავს.
„ჯერ იყო და ივანიშვილთან მთელი ერი ვალშიაო, ანუ მეც, ესე იგი, სანამ ერიდანაც არ გავურიცხივარ ვინმეს...
ეხლა კიდე, სანდრას დაყადაღებული ბინა გამოვიხსნათო და ფული დავდოთ ხალხმაო...
საგონებელში ჩავვარდი: ვისგან დავიწყო, ეგებ მირჩიოთ ვინმემ, გეხვეწებით!
სტატუსის სერიოზული ნაწილი: ყველაფრიდან, მათ შორის, თუნდაც შენთვის მიუღებლიდან შეიძლება რაღაცის სწავლა და პოზიტივად გადაქცევა:
„ნაცები“ სანდრას სახლის დასახსნელად ფულს აგროვებენ...
ისწავლეთ „ქოცებო“, როგორ უნდა თავისიანის გატანა... გამოგადგებათ“, - წერს სარიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.