
ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი უმრავლესობის ერთ-ერთ წევრს, თინა ხიდაშელს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„რა სასოწარკვეთილია ქ-ნი ხიდაშელი,
ვერ მოითმინა, ჩემს ამ სტატუსზე გამოხმაურება მოუნდა და მხოლოდ პირველი წინადადება მოჭრა - თითქოს შეცდომის შეცდომით გამართლებას ვამართლებ, არადა პირიქით ვწერ:
„თუმცა საინტერესო არის არა ის, რომ პარლამენტის სამი გრაცია შარშია, არამედ ის, შეძლებს თუ არა უმრავლესობა წარსულის ქექვიდან, მოსახლეობისთვის საინტერესო თემებზე გადაწყობას.
შეძლებენ თუ არა, იმსჯელონ უმუშევრობაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, სიღარიბის დაძლევაზე, საპენსიო რეფორმაზე და სხვა აქტუალურ თემებზე. „poor her“, - წერს ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რას წერდა ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი და რა მოჭრა თინა ხიდაშელმა:
„რამდენიც უნდა იყვიროს ახლა ხიდაშელმა გელაშვილი, ეგრევე „ნოშრიკო“ მოხვდება თავში.
ბესელიას და კობახიძის 9 წელზე კივილი რომ გროტესკად აქცია მათივე პირმშომ - ამნისტიამ, ეგ ცხადზე ცხადია.
თუმცა საინტერესო არის არა ის, რომ პარლამენტის სამი გრაცია შარშია, არამედ ის, შეძლებს თუ არა უმრავლესობა წარსულის ქექვიდან, მოსახლეობისთვის საინტერესო თემებზე გადაწყობას.
შეძლებენ თუ არა თუ არა იმსჯელონ უმუშევრობაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, სიღარიბის დაძლევაზე, საპენსიო რეფორმაზე და სხვა აქტუალურ თემებზე.“