
,, სახეზეა კრიმინალური სამყაროს და სახელმწიფოს ერთმანეთთან შეზრდის თვალშისაცემი პროცესი. ამასთან, კრიმინალები - რომლებსაც, ცხადია, ცალ ფეხზე კიდიათ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია - საკუთარ თავს „ბიძინისტებს“ ღიად უწოდებენ,”- აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი.
კანდელაკი ეკა კვესიტაძის დღევანდელ გადაცემას ,,ფეისბუქზე“ ეხმიანება და წერს, რომ პროცესი ღრმავდება და ის დიდი კატასტროფით დასრულდება. ,, ვისაც უნდა დაიბრმავოს თავი და ჩათვალოს რომ ეს მას არ ეხება, მაგრამ პროცესი მიდის, ღმავდება და აუცილებლად დასრულდება დიდი კატასტროფით და საქართველოს დაღუპვით. თუ ამ ყველაფერს წინ არ აღვუდექით, ეს კატასტროფა ან მასთან მიახლოვებაც კი იქნება ძალიან მწარე, ტრაგიკული და თავის ფეხით შევა უამრავ ოჯახში.
დიახ, ეს ხალხი ყველაფერზეა წამსვლელი - მკველობებზე, დაუთოვებებზე, დასახიჩრებებზე და ამას პირდაპირ ამბობს. ამიტომ ყველა ვინც თავისუფლად სუნთქვაზე ოცნებობდა და ეხლა ხმას არ ამოიღებს - განიცდის სრულ დისკრედიტაციას. სახელმწიფოს რომელიც შეეზრდება კრიმინალს ვერასდროს მოთხოვ დაიცვას ადამიანის უფლებათა საერთოდ რაიმე, თუნდაც მოზამბიკური სტანდარტი (არაფერს ვერჩი მოზამბიკს).
ამასთან, დღევანდელმა გადაცამემ კიდევ ერთხელ აჩვენა თუ რა კაციჭამიებისგან გაწმინდეს ქვეყანა ამჟამად უსამართლოდ ციხეში ჩაყრილმა ადამიანებმა - ვანო მერაბიშვილმა და ბაჩო ახალაიამ.“– წერს კანდელაკი