გოგა ხაინდრავას ბავშვობის მეგობარი ეხმიანება: „მე საქართველოს ვირჩევ, შენთან მეგობრობა ამაზრზენია!“

Image

გოგა ხაინდრავას მიერ კარლ ბილდტის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს და მის მიერ დანიის დედაქალაქში ფილმ „დემოკრატიის შუქურას“ ჩვენებას ეხმიანება გოგა ხაინდრავას ბავშვობის მეგობარი Marina Axell Skondia, რომელიც შვედეთში ცხოვრობს:

 

„მე, ბავშვობიდან ვიცნობ გოგა ხაინდრავას, ინტელიგენტი ჯენტლმენი ბიჭი იყო... ჩვენი მშობლები გადასახლებულები იყვნენ ერთად ყაზახეთში. ჩემები იმიტომ, რომ საფრანგეთში იყვნენ დაბადებული გაზრდილი. მისი იმიტომ, რომ ჩინეთში ცხოვრობდნენ.

 

აღშფოთებული ვარ! რამ მიიყვანა გოგა იმ მდგომარეობამდე, რომ ჩემი მეორე სამშობლოს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს ებრძოლოს მოსკოვის ოკუპანტის გადაღებული „დოკუმენტური“ ფილმით, სადაც საქართველოს სუპერდეზერტირები არიან თავმოყვრილი.

 

გოგა!
ცნობილია, რომ ემიგრაციის შვილებს ყოველთვის დევნიდა კგბ და ცდილობდა მათ დავერბოვკებას. ასეთი რა მოგცეს და რა დაგავერბოვკეს, ან რა გაგიკეთეს, რომ ტვინი მთლიანად ჩარეცხილი გაქვს?

 

სამშობლო, როგორც დედა, ერთია!
არც მე მყავს ქართველი დედა და არც შენ, მაგრამ საქართველომ გაგვზარდა, ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო მ და ასე როგორ ექცევი იმ ქვეყანას, რომელმაც ყველაფერი მოგცა!

 

ელემენტარულად მეზიზღები იმ კადრების მერე და გარანტიას გაძლევ, არცერთი სკანდინაველისთვის შენი რუსეთისგან მორთმეული დეზინფორმაცია ჩვენი ქვეყნების პოლიტიკოსებზე, არც მნიშვნელოვანია და არც მოეწონებათ, რადგან მთლიანად დეზინფორმაციაა.

 

ყველამ ვიცით, რომ რუსეთის ძლიერი იარაღი მხოლოდ დეზინფორმაცია, ცილისწამება და ადამიანების აბუჩად აგდებაა!

 

არავის არ გვეშინია ამის, ის ოკუპანტია და ოკუპანტად დარჩება ჩემთვის,
სანამ მამაჩემის საფლავზე სოხუმში რუსის ჩექმა დგას.
შეიგნე!!!

 

ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ სასაცილო გაიხადე თავი 60 წლის კაცმა!
შენი ყოფილი მეგობარი, მე, საქართველოს ავირჩევ და შენთან მეგობრობა ამაზრზენია!..“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !