
ვასილ მაღლაფერიძე იმ ქმედებათა ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც, მისი აზრით, შსს-მ ქუცაში ლუდის სმასთან ერთად უნდა აკრძალოს. მისი თქმით, არცერთი ჩამოთვლილი არაა ქუჩაში ლუდის სმაზე ნაკლები დანაშაული.
"მოქალაქეების ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს!
სკვერებში, ეზოებში და ქუჩებში ლუდის სმის აკრძალვის გამო გულდათუთქულებს, ცოტა გულზე მოეშვებათ, თუ დაინახავენ, რომ ჩვენს ცხოვრებაში ახალი ერა იწყება და ასევე კატეგორიულად აიკრძალება და დაჯარიმდება:
ა) ქუჩებში უადგილო ადგილას გადასვლა;
ბ) საღამოს 8 საათის შემდეგ ფეიერვერკების გაშვება;
გ) რესტორნებიდან მუსიკის ხმის გამოდინება;
დ) დაბურულმინებიანი მანქანების მიერ ქუჩაში მოძრაობის წესების დარღვევა;
ე) დენის აპარატებით და ეკრანებით თევზაობა;
ვ) შინაური ცხოველების უპატრონოდ გადაგდება და მიტოვება;
ზ) ქუჩაში ფურთხება, სიგარეტის ნამწვავების დაყრა, გინება.
თ) ორი მძღოლის საუბარი შუა ქუჩაში მანქანებიდან გადმოუსვლელად;
გააგრძელეთ ჩამონათვალი.... ოღონდ დაწერეთ, რისი აკრძალვაც მიზანშეწონილია და, თანაც, შესაძლებელი;
რომელია ამათგან ლუდის სმაზე ნაკლები დანაშაული? ან ვინ იტყვის ამ აკრძალვის საწინააღმდეგოდ რამეს? მიდი შსს და გვერდით დაგიდგება ყველა ნორმალური ადამიანი!", - წერს მაღლაფერიძე.