
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ,,ფეისბუქით" პასუხობს
. „არ მგონია შეშლოდა ჩემი გვარი! კარგად უნდა იცოდეს! არაერთხელ შემოუთვლია მადლობა ბერას გადაცემაზე ( ბერამ გადმომცა პირადად) (რამდენჯერმე ირაკლიმაც მითხრა ღარიბაშვილმაც! ) და უთქვამს, რომ ჩემს გადაცემაში ბერას პირველი გამოჩენა სწორედ მისი გადაწყვეტილება იყო! ( ესეც ღარიბაშვილისგან ვიცი) ბიძინას სავარაუდო წამყვანობაზე არცერცერთ ნანუკას შოუში არ მისაუბრია!
ან თქვას რომ იცრუა! ისევე როგორც ბევრი რამ! ან აღიაროს რომ შეეშალა წამყვანის გვარი!
P.s. პოსტი დავდე ფბზე და გავიგე GDS თანამშრომლებისგან, რომლებიც მარწმუნებდნენ რა მაგარი არხი ხდებოდა GDS იმიტომ რომ იქ ბიძინა გადაცემას იწყებდა და უფრო მეტიც! ისიც კი მითხრეს რა ერქმეოდა გადაცემას! სტუდიაც კი სავარაუდოდ როგორი იქნებოდა!!!“,-წერს ჟორჟოლიანი.
ექსპრემიერმა ,,კვირის პალიტრასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას უსმენენ, ის ტელეფონზე საუბრობდა თავის შესაძლო წამყვანობაზე, რაც მეორე დღეს ნანუკა ჟორჟოლიანმა ,, ეს ტელევიზიით გადმოსცა“.