-
2014-09-14 23:06
ყოფილი დეპუტატი სოციალურ ქსელში „რჩევა დამრიგებლურ“ სტატუსს აქვეყნებს.
„არა, ვინ ეხვეწებოდა მანანა კობახიძეს, გამომეხმაურეო, ჰა?
თან წესიერად გაეგო მაინც, რას ვგულისხმობდი, ოჯახის წევრების ხელშეუხებლობაზე როცა სტატუსი დავდევი! ეხლა დგას და თავს იმართლებს, მე არავის დავმუქრებივარ, მხოლოდ ირინა სარიშვილის სტატუსს გამოვეხმაურეო!
რა ხართ ეს მეოცნებეები რა! მერე გწყინთ, ქოცებს რომ გეძახიან! სანამ რამეზე გაიქაჩებით, ჯერ კარგად გაიგეთ, რაზე იქაჩებით და მერე ისიც გათვალეთ, ბოლომდე გაქაჩვის ქოცი თუ გაქვთ! და თუ არ გაქვთ, რაც გევალებათ, იმას მიხედეთ!
გემს მიხედეთ, გემს! და თქვენ დაალაგებთ ამ ქვეყანას ან პასუხს აგებინებთ ვინმეს?!!! ეეეეეხ! სტატუსი რჩევა–დამრიგებლურია“, - წერს სარიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.