
სვეტიცხოვლელის დეკანოზი მამა პეტრე კვარაცხელია საეკლესიო ახალ წელზე წერს და აღნიშნავს, რომ ყოველი ახალი წლის დადგომას, იმედი, რწმენა და კიდევ რაღაც გაურკვეველი ახლავს.
„ოღონდ ეს რწმენა ხანმოკლეა, რადგან ღმერთს კი არ იმეცნებს, საკუთარ სურვილებს და იდეალებს. ამაშიც ნიჭია საჭირო, თორემ წელიწადში ერთხელ, ან ორჯერ, ჰა, ჯანდაბას სამჯერ (ჩვენ ხომ სამი ახალი წელი გვაქვს) რომ არ ვიოცნებოთ, ისედაც შეიძლება.
ეს მაინც არ გვაქვს საყიდი. შევცდი, ყველაზე ძვირი ოცნება დაგვიჯდა-გადმოქართულებული ოცნება.
არადა, როგორ მიყვარდა ზღვის სანაპიროზე ოცნებისფერი ხომალდის მოლოდინი, სულაც ნოეს კიდობნის მსგავსი. სავსე თოლიებით, მტრედებით, ბეღურებით, მერცხლებით, ანგელოზებით.
ციური ძალები ფხიზლად მოგზაურობენ გემით, ჩაძირობანას თამაში ნაპირზეც რომ გაგრძელდეს.
ყოველი ახალი წამი, წელზე ხანგრძლივია, წელი კი წამზე ხანმოკლე“, - წერს მამა პეტრე კვარაცხელია.