
სიგუას თქმით, მისი ვიზიტი მოსკოვში მარშუნოკთან და ის დაპირებები რაც მან მარშუნოკს მისცა, შეთანხმებული იყო ხელმძღვანელობასთან, შემდეგ კი მოხდა ამ დაპირებების გადათქმა.
„დაპირება იყო უსაფრთხოება, რომელიც შესრულდა ხუთიანზე. დაპირება - სარეკლამო მხარდაჭერა არ განხორციელდა, პირდაპირ კვირიკაშვილის დავალებით.
დაპირება - ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა არ განხორციელდა, კაბელიც კი მარშუნოკის ჯიბიდან გახდა საყიდელი. დაპირება- მიწის გადაცემა 10 წლიანი იჯარით არ განხორციელდა და კაზანტიპს მიწა გადასცეს მხოლოდ 10 დღით.
ჩატარდა ფოკუსები, ცხრასვლიანი კომბინაციები და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის რომ ეკონომიკის სამინისტროს ხელი არ მოეწერა ნიკიტა მარშუნოკთან კონტრაქტზე, რადგან ჩაითვალა რომ ნიკიტა მარშუნოკი არის ეშმაკის მოციქული და ეშმაკისგან გამოგზავნილი.
როდესაც მე მივდიოდი მარშუნოკთან მოსალაპარაკებლად, კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა ალბათ ჩათვალეს რომ ჩვენ აქ უნდა მოგვეწყო ალეგროვას და კირკოროვის კონცერტი, კარგად არ ქონდათ გათავისებული რაზე იყო ლაპარაკი.
მას შემდეგ რაც გიორგი კვირიკაშვილს ქონდა შეხვედრა სასულიერო პირებთან მან მე მითხრა, რომ არ სურს იყოს ადამიანი, რომელიც დაუპირისპირდება სასულიერო პირებს და ამიტომ უმჯობესია ეს ღონისძიება ჩავშალოთ, ჩვენ თვითონ დავხარჯოთ ფული და ჩავატაროთ რაღაცა.
მე არ დავთანხმდი რადგან ეს იქნებოდა წყალში გადაყრილი თანხა, ჩვენ გავხდებოდით დასაცინი, როცა გყავს ინვესტორი რომელიც კაპიკს არ გთხოვს აქეთ მოაქვს ფული და უზარმაზარი ინვესტიციები და როგორ შეიძლება ამის ნაცვლად შენ სახელმწიფო ფული აიღო და დახარჯო , ამაზე მე უარი განვაცხადე.“- აცხადებს სიგუა.
მისივე თქმით, უკვე 4 ფესტივალი არის მზად და სათანადო მხარდაჭერის შემთხვევაში, მაისიდან ოქტოიმბრის ჩათვლით ანაკლია მსოფლიო ახალგაზრდული ტურიზმის მექად იქცევა.
„დარწმუნებული ვარ რომ პრემიერ-მინისტრისგან მხარდაჭერა მექნება, მაგრამ არ მაქვს იმედი კვირიკაშვილის მხარდაჭერის“, - დასძინა მან.