
ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში ბოლო დროს გავრცელებულ ცუდ ტენდენციებზე წერს.
„დღეს არანაირი სტატუსის დადებას არ ვაპირებდი, მაგრამ რამდენიმე საათის წინ აქ, ფბ-ში ისეთი რაღაც მოხდა, რომ არ შემიძლია ამის უკომენტაროდ დატოვება.
ამ ბოლო ხანებში ძალიან ცუდი ტენდენცია შეიმჩნევა ფბ-ში: მამაკაცთა და ქალთა ერთი ნაწილი, რომლებისთვისაც ესა თუ ის პოლიტიკური ფიგურა ან თანამდებობის პირი მიუღებელია, მის წინააღმდეგ ბრძოლის ამაზრზენ ფორმას ირჩევს: დებს საკუთარ კედელზე მათი ცოლების ფოტოებს და ამ ქალბატონების გარეგნობაზე მსჯელობისთვის და გარჩევისთვის იწვევს ფბ-ს საზოგადოებას.
ერთმა ჩემმა ამჯერად უკვე ყოფილმა ფბ მეგობარმა ზაზა ყურაშვილმა დღეს ღარიბაშვილის მეუღლის ფოტო გამოფინა სამსჯავროზე და თან ირონიულად ისიც აღნიშნა, პრემიერ–მინისტრის ლანძღვის ფონზე, რომ მისი ცოლი ძალიან მოსწონს და წავიდა მერე ამაზრზენი გარჩევა–კომენტარები.
როგორც თავად დაგვპირდა, შემდეგი ობიექტი მაკა ჩიჩუა ეყოლება. ვინც ეს გავაპროტესტეთ, ყველას კომენტარები წაშალა, შემდეგ კი დაგვბლოკა. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მას ამ სამარცხვინო "აქციაში" ბევრი "კაციც" და ქალიც აჰყვა... ასე როგორ გადავგვარდით?!!!! რა გვჭირს ასეთი?!!!! როგორ შეიძლება კაცმა, თუ ის კაცია, პოლიტიკურ ოპონენტს, ან თუნდაც მოსისხლე პირად მტერს ასე დაუწყოს ბრძოლა?!!!
ზრდასრული ადამიანისთვის იმის ახსნა უნდა გიწევდეს, რომ ყველა ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს ის, აქვს რაღაც ხელშეუხებელი და ყველაფერი არ უნდა ვიკადროთ?!!!! მიმიფურთხებია ასეთი "კაცისთვისაც" და "ქალისთვისაც", ვისაც არ ესმის, რომ მოწინააღმდეგის ან მტრის ცოლს, დედას, შვილს არ უნდა შეეხო!!! და მერე კიდევ უკვირთ, ვინმე რომ ცხვირ-პირს მამა-პაპურად ამოუნაყავს!!!
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთ რამეს ვიტყვი: კაცი, რომელიც სხვის ცოლს შეეხება და მასზე ქილიკობს ან თუნდაც ქმრისთვის შეურაცხმყოფლად უწონებს გარეგნობას, კაცი არ არის! ქალი, რომელიც ამ არაკაცობაში მამაკაცს აყვება, არც ერთ ნაბიჯზე, არც ოჯახში და არც მეგობრებში სანდო არ არის! ასეთი "კაცების" და "ქალების" ადგილი ჩემთან არც ყოფილა, არც არის და არც იქნება!!!“, - წერს სარიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.