
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საგანგებო ბრიფინგს, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ამერიკაში ვიზიტი ჩაშალეს.
გოგა ხაჩიძე: „ფუ, რა სიბანძის სუნი დგას... გული მერევა. ვიღაც მაყუთა ამებამ „მიტისკა“ არჩეული პრეზიდენტი და წავიდა ზვიგენების გამოსაკვებად“.
„პრეზიდენტი „პლენშია“...
ეკა ხერხეულიძე: „ის ბრძენი კაცი არ იშურებს ფულს და ენერგიას ჩაშალოს მოქმედი პრეზიდენტის ოფიციალური შეხვედრები.
ახლა ის წარმოიდგინეთ, რა გულმოდგინებით ცდილობს მტაცებლურად მოასუფთაოს ის სივრცე, სადაც სააკაშვილი სასურველია და მისაღები.
მერე იმაზეც დაფიქრდით, ამ ვითარების გათვალისწინებით, რამდენი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა თანამდებობრივი წოდების გარეშე სააკაშვილს და ისე გადაწყვიტეთ, ვის უნდა დაუკავშიროთ ქვეყნის მომავალი“.
გიგა ნასარიძე: „არადა, ექვსი თვით რატომ გადაგაქვთ არჩევნებიო, კინაღამ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს...
აქ კიდე პრეზიდენტს ყური აუწია ვიღაც კაცმა, იქით კონსტიტუცია დაიკიდეს და პარლამენტის სხდომებს თბილისში ატარებენ და რა ვიცი რამდენი ჩამოვთვალო კიდევ“
ინგა გრიგოლია: მარგველაშვილის ბრიფინგი....თანდათან უფრო თამამი ხდება.....
ნანუკა ჟორჟოლიანი: თამამიც აღარ გახდეს? ვიზიტი ჩაუშალეს
ინგა გრიგოლია: ხოდა აშკარად უფრო თამამია ამ ბოლო კვირაში, ნანუკა... ჯერ გაბუნიასთან სამშაბათს, ეხლა ბრიფინგზე... მარა ჯერ ბოლომდე ვერ.
ისე, თუ აპირებდა წასვლას, აღარ უნდა გადაეფიქრებინა...
მე ვერ გავიგე, ვინ ჩაუშალა იქ ეგ ვიზიტი. ეთქვა ბარემ, კონკრეტულაად ვინ და როგორ ჩაუშალა...
ელჩმა???? ჩვენმა საელჩომ??? ვინ???? ეგრე ჭორაობა გამოდის.
ანრი ჯოხაძე, მომღერალი: აი, ვშიშობ სადმე ბუტკა არ ჩავდგა ვარსკვლავებით გაფორმებული წარწერით „ეძიე ვარსკვლავი შენი“ :)))))))
ბაკურ ბაკურაძე, "დემოკრატიული მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი: ჭორვილის საბავშვო ბაღი.
ინგა გრიგოლია: თქვენ გაიგეთ ვინ ჩაუშალა?????? მე ვერა.... და რა გზებით, კონკრეტულად???? თუ დღევანდელი „კვირის პალიტრა“ აღმოჩნდა მიზეზი?
ბაკურ ბაკურაძე: ინგა, გზების მეტი რა არის?:)))))) მარტივად:)))))) საგარეო, ელჩები ერთი-მეორე, ზედ „კვირის პალიტრა“:)))))) უბრალოდ მდგომარეობა არის სხვა:))))) როცა ხტუნვა არ შეგიძლია, არ უნდა იხტუნაო, ეგაა:))))
რომ ჩათვალა, რომ პრეზიდენტობა ეკუთვნის და მით უფრო დანიშვნას რომ დასთანხმდა, მე იმ ხტუნვაზე ვსაუბრობ...
დღეს ბევრი ისაუბრა დემოკრატიაზე და კონსტიტუციონალიზმზე:))))) დემოკრატიულადაა არჩეული> თუ კონსტიტუციის დაცვით? თუ რაიმე ლეგიტიმაცია გააჩნია? ან მაგას ან ვინმეს?
ვისაც გააჩნია ლეგიტიმაცია ის წყვეტს, თან მარტივად:))))) მერე ყველაფერი პროზაა:))) და ამ პროზაში უბედურება მასოვკაა, ამ ყველაფერს რომ ეგუება:))))
ინგა გრიგოლია: ბაკურ, ლირიკაა.. ლირიკა.