
ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ყოფილი პრემიერისა და პრეზიდენტის „პაექრობას“ „ფეისბუქის“ პირადი გვერდიდან ეხმაურება.
„გიორგი მარგველაშვილი უკვე ოფიციალურად ოპოზიციაშია???
სხვა დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა ამ კვირის ორი უმნიშვნელოვანესი ინტერვიუ...
სამშაბათს -პრეზიდენტის „რუსთავი 2“-ზე და დღეს ბიძინა ივანიშვილის „კვირის პალიტრასთან“....
არავინ დამწამოს ფაქტების ჰიპერბოლიზაციის მცდელობა, მაგრამ ივანიშვილის დღევანდელი ინტერვიუ ამის დადასტურებაა...
ექსპრემიერმა, პრაქტიკულად, ღიად და ხაზგასმით თქვა, რომ პრეზიდენტი სახელისუფლებო გუნდის ოპოზიციაშია", - წერს გრიგოლია.