
შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი, შსს გენინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელი თენგიზ გუნავა შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის ინტერვიუს ეხმიანება, რომელიც "ალიაში" დაიბეჭდა.
თენგიზ გუნავას თქმით, შს მინისტრი მოწყვეტილია რეალობას:
"ეს უკვე ოცნებასაც გასცდა! ვფიქრობ კოსმოსს უახლოვდება! უნდა ესმოდეს შინაგან საქმეთა მინისტრს რომ ოპოზიციური პარტიის ამოცანა რა არის, საიდუმლო გეგმით მოვალთ თუ არასაიდუმლო გეგმით ეს ჩვენი საქმეა, უკანონობა არ არსებობს სანამ კანონი არ არის დარღვეული, მაგრამ ამ ახალგაზრდა კაცმა სამწუხაროდ ეს არ იცის, ისწავლეთ, ბატონებო!..", - წერს თენგიზ გუნავა.