
მომღერალი მუსიკოს გიორგი პაპკიაურზეა შეყვარებული.
სამომავლო გეგმებზე „სარკესთან“ გიორგი პაპკიაური საუბრობს.
„მაგდას მამიდის მეგობარი ადრე ჩემი პროდიუსერი იყო. მინდოდა, ვინმესთან დუეტი ჩამეწერა და „ახალი ხმა“ რომ გადიოდა, მაგდა ვასაძე ჩემთვის ყველაზე მისაღები კანდიდატი აღმოჩნდა.
ეკრანზეც კი რაღაც მოდიოდა. პროდიუსერმა მითხრა, ვიცნობ და მე დაგაკავშირებო. წელიწადნახევრის წინ ჩვენი შეხვედრა ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.
ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით კი დაიწყო, მაგრამ რეალურად ორივემ ვიცოდით, რომ ეს მეგობრობა არ იყო.
გადავწყვიტე, ბათუმში წავსულიყავი, რადგან მაგდა იქ იყო.
ძალიან ბუნებრივად მოხდა ყველაფერი. ერთმანეთს ჯერ მინიშნებებით ვესაუბრებოდით, მერე კი ვუთხარი რომ მომწონდა“, - აცხადებს გიორგი პაპკიაური.
რაც შეეხება მაგდა ვასაძეს, მომღერალი ორიგინალური ქორწილის გადახდას გეგმავს.
„წვიმიანი საღამო იყო. გიორგი მოვიდა, ჩამეხუტა და მითხრა, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა.
გვინდა, ზღვის ნაპირზე ორიგინალური ქორწილი გადავიხადოთ, დრესკოდით, ყველას, რომ თეთრი სამოსი ეცვას, გვირილებით და ალაფურშეტით.
ვიწრო წრე არ გამოგვივა, მაგრამ უზარმაზარი ქორწილს არ ვგეგმავთ“, - აღნიშნა მან.
„სარკე“