
პროდიუსერი ნინო სტურუა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე აფთიაქში მომხდარ შემთხვევაზე წერს.
„ერთი საკმაოდ ხანშიშესული კაცის „უბედურებას“ შევესწარი ეხლა აფთიაქში!!!
ფეხზე ძლივს იდგა, აკანკალებულ ხელში საცოდავად მოგროვებული ხურდები ეჭირა... მაგრამ წამალს ვერ ყიდულობდა!!!
რეცეპტი არ ჰქონდა:((( კინაღამ გული გამისკდა, სახლიდან ჩამოუტანე წამალი, დედაჩემისთვის ნაყიდი გავუყავი....
მაგრამ! მართლა გულწრფელად მაინტერესებს, ეს რეცეპტების თემა ვისთვისაა მომგებიანი??? !!!
მე მგონი ჯერ-ჯერობით მხოლოდ რიგითი ადამიანები ზარალდებიან.... რა ვიცი შეიძლება ვცდები, მარა დღევანდელი სურათი ძალიან მძიმე იყო“, - წერს სტურუა.