
,,ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ბოლო დროს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ეხმაურება და თვლის , რომ ეს გადაწყვეტილებები პარადოქსულია.
ბოლო 10 დღის პარადოქსები:
1. დაადგინეს რომ საჯარო სამსახურმა მუშაობა უნდა დაიწყოს დილის 9-ზე, შემდეგ დაადგინეს, როგორ დაერღვიათ დადგენილი წესი - სკოლის ასაკის შვილების მშობლები სამსახურს ნახევარი საათით გვიან დაიწყებენ - ვინ გააკონტროლებს ვისი შვილი გახდა სკოლის ასაკის და ვინ დაამთავრა სკოლა, ცალკე საკითხია, საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლებმა რა დააშავეს, ესეც ცალკე თემაა.
2. დაადგინეს რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების უშველებელი სია, ახლა ფიქრობენ, როგორ შეამცირონ ეს სია.
3. მთელი მთავრობა, ერთ ხმაში ამტკიცებს რომ კრიმინალი შემცირდა და ამავდროულად რეიდებს აწყობს, პოლიციას მოუწოდებს რომ გაამკაცრონ კონტროლი და მოსახლეობას არწმუნებენ, რომ ეს რაღაც "ხილული ღონისძიებებია" სინამდვილეში და არაფერი არ აქვს საერთო წარსულის აჩრდილ თამაზაშვილთან.
4. თავგამოდებით ყრიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოდან - ძირითადად მათ, ვინც არაფერს აშავებს, ფულს ხარჯავს და საქართველოს მოსახლეობას შემოსავლის დამატებით წყაროს უქმნის,
5. საგარეო საქმეთა მინისტრს დაევალა დაარწმუნოს პრეზიდენტი რომ არ გაემგზავროს ვიზიტით იქ, სადაც მიიწვიეს.
6. შიხიაშვილი დაინიშნა ვეტერანების უსტაბაშად.
რა გამომრჩა?