რა გაიტანეს ეროვნული ბანკიდან და ლარი რატომ გაუფასურდა

Image

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ახალი ნომრების თემას „ფეისბუქის“ გვერდზე ისევ გამოეხმაურა.

 

 

„ნაკურთხი მანქანები!

 

გუშინ მანქანის "ბლატნოი" ნომრებზე დავწერე, რითაც ჩემი მეგობრების ერთი კატეგორია გავანაწყენე. ეს პრესტიჟული კი არა, ლამაზი ნომრებიაო. რა არის ამაში ცუდიო. დღეს მეორე ნაწილისგან მივიღებ ალბათ შენიშვნებს. რას იზამ!

 

ეროვნულ ბანკში წლების განმავლობაში უზარმაზრი, ლამაზი, რელიგიურ თემატიკაზე შესრულებული ჭედურობა იყო კედელზე ჩამოკიდებული. კურთხევის შემთხვევაში მშვენიერი ხატი იქნებოდა. ყველაზე მეტად სამების ტაძარს მოუხდებოდა და კიდევაც გადავეცით. მეორე დღესვე დამირეკა პატრიარქმა და მადლობა გადაგვიხადა ამ საჩუქრისათვის.

 

ჩემი ბანკიდან წამოსვის შემდეგ რაღაც ვერ წავიდა კარგად საქმეები ეროვნულ ბანკში. ჩათვალეს, რომ "ხატის" წასვლის ბრალი იყო. შეაგროვეს ფული და ახალი, მოკრძალებული ზომის ნაკურთხ ხატს მიუჩინეს საპატიო ადგილი. იმ წელიწადს სამასამდე თანამშრომელს დაატოვებინეს ეროვნული ბანკი.

 

ვიღაცას უთქვამს, სანამ ძველს არ დავაბრუნებთ, არ იქნება ჩვენი საშველიო. ადგნენ და ძველი ჭედურობა, უკვე ნაკურთხი და ნადვილი ძალმოსილების მქონე, გადმოაბრძანეს ბანკში. როგორ მოხდა და რის სანაცვლოდ, ამით არ დავინტერესებულვარ. სამწუხაროდ, იმის მერეც რამდენჯერმე განიცადა ლარმა მძიმე დევალვაცია...

 

არის საქმეები, რომელიც უფალს კი არ უნდა მიანდო, არამედ საკუთარი ხელით უნდა გააკეთო.

 

ასევეა მანქანების კურთხევისასაც - უკეთესია მოძრაობის წესები დაიცვა და მანქანა გყავდეს გამართულ მდგომარეობაში, ვიდრე ღმერთის იმედად იყო.” - წერს რომან გოცირიძე

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !