
დიზაინერი ანუკი არეშიძე კახი კალაძეს სიყვარულს სოციალური ქსელიდან უხსნის.
„ჩვენი თანაცხოვრების მეშვიდე წელი დაიწყო და ვხვდები, რომ ყოველ წელს ეს ადამიანი უფრო ძვირფასი ხდება ჩემთვის.
უფრო მეტად მივეჯაჭვე. ფაქტობრივად, 18 წლიდან მის ხელში გავიზარდე და ამაგთან ერთად ყველაზე დიდი რამ მასწავლა - ესაა სიყვარული.
სიყვარულია, როცა მძინარეს უყურებ, როცა მასთან ერთად გიხარია ყველაფერი და არასდროს გეზარება ღამე ადგომა და წყლის მიტანა...“ - წერს ანუკი არეშიძე.