
ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია წერს, რომ პრეზიდენტის პრესმდივანმა დაურეკა და გალანძღა. ჟურნალისტი პრეზიდენტის ქალიშვილს ანა მარგველაშვილს სთხოვს, მან მაინც გადასცეს მამას, რომ აშკარად იზოლაციაშია.
ინგა გრიგოლია საუბრის დეტალებს არ აკონკრეტებს და წერს, რომ პასუხი "რეაქციაში" იქნება: საოცრება დამემართა....პრეზიდენტ მარგველაშვილის პრეს-მდივანმა დამირეკა და პირდაპირი მნიშვნელობით ,გამლანძღა....ana Anna Margvelashvili---ეგებ შენ მაინც გადასცე მამას,თორემ აშკარა იზოლაციაშია.
გამომიცდია-შევარარდნაძის პრეს-მდივანი....სააკაშვილის....ასეთი რამ არავის უკადრია....არასოდეს.....პრეზიდენტის პრეს-მდივანი მიყვიროდა,როგორც მონას.....ვაი თქვენს პატრონს....პასუხი იხილეთ .,,რეაქციაში,,", - წერს ჟურნალისტი.