
ირაკლი ღარიბაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და ასეთი წარწერა გაუკეთა: „11 წელი ერთად“.
როგორც ირკვევა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მეუღლე, ნუნუკა თამაზაშვილი ქორწინების 11 წლის იუბილეს აღნიშნავენ.
წყვილს ერთმანეთი ჯერ კიდევ სკოლაში შეუყვარდა. ირაკლი ნანუკაზე ერთი წლით უფროსია.
ნანუკას ხელის სათხოვნელად ღარიბაშვილი პირდაპირ სასიმამროს ესტუმრა და თანხმობაც მიიღო.
ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენის შემდეგ, განაცხადა, რომ მომავალი პირველ ლედი ნუნუკა თამაზაშვილია.
მან ხაზგასმით აღნიშნა: „'სკოლის მერხიდან უყვართ ერთმანეთი, ეს ჩემთვის უნიკალურია“.