
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ახალი სანომრე ნიშნებისთვის გამართულ თავპირისმტვრევას გამოეხმაურა.
„პრესტიჟული ნომრებისათვის თავპირისმტვრევაა!
მანქანის ახალი სანომრე ნიშნების გამოცვლა 2020 წლამდე სავალდებულო არაა.
მიუხედავად ამისა, მიაწყდა ხალხი პოლიციას ( ახლახან ვუყურე სიუჟეტს). „ბლატნოი“ ნომრები, ქურდული ცნობიერების ეს გადმონაშთი, დასწრებაზეა.
თუ პრესტიჟის "გამომუშავება" ძნელია, ყიდვა ძალიან მარტივია.
ამას სარგებელიც მოაქვს საზოგადოებისთვის: ჯერ ერთი, ბიუჯეტს ავსებენ, მეორეც, თუ რაიმეს დააშავებენ სწრაფადვე გამოავლენენ. მათი დამახსოვრება ხომ ადვილია?!
ახია მაგათზე.
პ.ს. "ანტიბლატნოურმა" განწყობილებამ ერთ რამეში ნამდვილად დამაზარალა და ვნანობ. ჩემს ახლობლებს კი არა, ხანდახან მეც არ მახსენდება ჩემი მობილურის უბრალო ნომერი. არ შეიძლება ყველაფერში პრინციპების დაცვა!:)", - წერს რომან გოცირიძე.