
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე პოლიციის რეიდებთან დაკავშირებით „facebook“-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ახლა გავაცილე სტუმარი. აი, ჩემი ლიფტი რომ არ წონის ისეთი :) შესაბამისად, მოვიმარჯვე ათთეთრიანი და ჩავყევი.
ჰოი, საოცრებავ, რეიდს შეუყენებია 4 ჩემი შვილების თანატოლი ბიჭი,ზუსტად ისე ბლოკბასტერებში რომ გვინახავს...
მივედი (რა მინდოდა, მაგრამ მაინც), ეს ოთხი წყვილი თვალი ისე აშკარად მთხოვდნენ შველას, ან როგორ ჩავუვლიდი გვერდს. ვეკითხები პოლიციელს - რატომ უგრეხთ ამ ბავშვებს ხელებს?
ქ-ნო, დეპუტატები ნუ ჩაერევით, თქვენი თხოვნით ვმუშაობთო. არც დეპუტატი გახლავართ და არც ამგვარი შრომა დამივალებია თქვენთვის, გამაგებინეთ, რატომ უგრეხთ ამ ბავშვებს ხელებს თქო. სრულიად უცნობი ბავშვი გამომეხმაურა - "ეკა დეიდა, შარში ნუ გაეხვევით, უღრმესი მადლობა თანადგომისთვის"
გული უარესად ამიჩუყდა და უკვე კატეგორიულად მოვითხოვე ეკიპაჟის უფროსთან დაკავშირება, რომელმაც მაცნობა, რომ "ღამე არასრულწლოვნების აფთიაქში შესვლა ეჭვს იწვევს". შიშით გამოვართვი წამლების პარკი და პატრულთან ერთად ამოვალაგე 4 სენადექსინი და ერთი კოლოფი ესპუმიზანი.
ისე გამოვედი წყობიდან, სურვილი გამიჩნდა ოვერდოზით გადამეყლაპებინა ამ უსაქმური პოლიციელისთვის ყველა ფირფიტა.
როგორც იქნა, ბავშვები წამოვიყვანე და სტუდქალაქამდე მივაცილე, თუმცა მიჩნდება კითხვა -ბ-ნო ლექსო, რამდენად უპრიანია, მშობლების კუჭის შეკრულობისას, ბავშვები ააყუდოთ კედელთან ?!“, - წერს ხერხეულიძე.