
ტელე და რადიოწამყვანმა თამუნა მუსერიძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" თავისი ძმის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც ტანსა და სახის არეში დაზიანებები ეტყობა. თამუნა მუსერიძე წერს, რომ მისი ძმა დიდუბის მეტროს სადგურთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მობილურზე ხმამაღალი საუბრის გამო სცემეს.
"ძალიან ლამაზად ცემა ჩემი ძმა პატრულმა დიდუბეში იმის გამო, რომ ხმაურობდა, თან სცემა დრინით! დრინით! ოე, აზრზე მოდით ბიჭო! თქვენ ხომ არ აფრენთ?", - წერს თამუნა მუსერიძე.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად თამუნა მუსერიძე მუშაობს რადიო “აფხაზეთის ხმასა” და ტელეკომპანია “პირველ არხზე”, სადაც გადაცემა “ჩვენი დილა” მიჰყავს. “
ტელეწამყვანმა "მედიამალს" უთხრა, რომ მისი ძმა მობილურზე ხმამაღალი სუბრის გამო სცემეს:
" ჩემი ძმა დიდუბეში მობილურზე ლაპარაკობდა. პატრული მივიდა და უთხრა, რომ ამდენს ნუ ტლიკინებო, რაზეც ჩემი ძმა შეეპასუხა და წინააღმდეგობა გაუწია, აი ამის გამო ადამიანი სასტიკად სცემეს", - ამბობს ის.
პოლიციელების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს უარყოფს შსს.