„სამარცხვინოა, როდესაც კუნძივით წევხარ პარლამენტში და აზრზე არ ხარ, რა გააკეთო“

Image

პარტია „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე პარლამენტარებს მიმართავს.

 

 

„ძვირფასო პარლამენტარებო (ეს ყველას არ ეხება,საბედნიეროდ 150 დან 10-15 შეიძლება ამოარჩიო, ბევრმა თქვენთაგანმა არ იცის (საიდან უნდა იცოდეს), რომ სიტყვა "პარლამენტი" წარმოიშვა ფრანგული სიტყვისაგან "parler", რაც "ლაპარაკს" ნიშნავს.

 

ანუ, სადაც თქვენ მუშაობთ, ეგ არის სალაპარაკო, სადისკუსიო, საკამათო ადგილი ანუ მანდ ბიზნესსაქმეები კი არ უნდა ჩააწყოთ, კომპიუტერული თამაშები კი არ უნდა ითამაშოთ, სასადილოს ბუფეტში ჟურნალისტებს კი არ უნდა ემარიაჟოთ, ბიკენტიას საქაბაბეში და დოდელიას რესტორანში კი არ უნდა ისხდეთ და ა.შ. არამედ პოლიტიკური განცხადებები უნდა გააკეთოთ, უნდა იკამათოთ, დისკუსიები უნდა გამართოთ და ამის შემდგომ ახალი კანონები უნდა მიიღოთ.

 

2 წელია პარლამენტში ზიხარ და განცხადება არ გაგიკეთებია, მიკროფონთან არ მისულხარ, ინტერვიუ არ მიგიცია და საერთოდ, პარლამენტარობა საბჭოთა კავშირის დროინდელი უმაღლესი საბჭოსდეპუტატობა რომ გგონია, სირცხვილი არააა?

 

ვერ შეიგნო ამ ხალხმა. რომ მოჭიდავემ უნდა იჭიდავოს, მსახიობმა უნდა ითამაშოს, მომღერალმა იმღეროს, მოცეკვავემ იცეკვოს, პოეტმა ლექსები წეროს და ასე შემდეგ.

 

პოლიტიკოსობა ისეთივე პროფესიაა, როგორც ყველა სხვა და სამარცხვინოა, როდესაც კუნძივით წევხარ პარლამენტში და 4 წლის განმავლობაში აზრზე არ ხარ, რა უნდა გააკეთო.

 

აგერ თქვენს ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს (აბსოლიტურად დაუმსახურებლად) უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავს და აგინებს ვინმე გივი თარგამაძე, თქვენი კოლეგა და თქვენ ეს სულ გკიდიათ, თითქოს ვინმე გადამთიელს ან სხვა პარტიის ლიდერს აგინებდეს.

 

ნუ გეშინიათ (მითხრეს გივიასი ბევრს ეშინია პარლამენტშიო), ენდეთ ჩემს სიტყვას - გივია ერთი ჩვეულებრივი ცახესია (ეს თქვენ გგონიათ მაგარი), ერთი ჩვეულებრივი "ნაცია", რომელსაც ერთი კარგი დაყვირება უნდა და უკან მოუხედავად მოკურცხლავს.

 

ნუ გეშინიათ ბიჭებო!!! გივიც ჩვეულებრივი მოკვდავია, ამიტომ გაეცით პასუხი და დაიცავით თქვენი ლიდერი, ნუ დაგავიწყდებათ, რომ მარტო მისი ავტორიტეტით ხართ მანდ და რომ არა ბიძინა ივანიშვილი, თქვენი სახელები ოჯახის წევრების მეტს არავის ეცოდინებოდა.

 

ჩემის მხრივ მაგალითს მოგცემთ, ნუ შეშინდებით და ესე უთხარით გივიას - გივი შენ ხარ ჩვეულებრივი მანქურთი, რომელსაც სინდისი რომ ჰქონდეს, ისედაც ნახევრად დახშულ საინფორმაციო ღრუს ბოლომდე დაიხშობდა და ხმას აღარ ამოიღებდა.

 

ჩვენი ტრაგედია ისიცაა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებიდან 2 წლის შემდეგ, ესეთი ტიპის დამნაშავეები კვლავ საპარლამენტო ტრიბუნაზე დგანან და არა იქ, სადაც მათი ადგილია და მათი ადგილი (პოლიტიკურ) სანაგვეზეა!!!", - წერს სანდრო ბრეგაძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !