„სტატისტიკა და შედარებები შეიძლება ექსპერტებმა აკეთონ, შენგან კი კონკრეტულ ხედვას ელის ყველა“

Image

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, თინათინ ხიდაშელი ლევან იზორიას განცხადებას „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოეხმაურა.

 

 

მისი თქმით, როდესაც მთელი ქალაქი თავზარდაცემული და დაზაფრულია სტატისტიკით საუბარი არადეკვატურია.

 

„დაუშვათ მჯერა, რომ ის რასაც იზორია ამბობს, სიმართლეა, რომ 2011 წლის აგვისტოში იმდენივე ან მეტი მკვლელობა მოხდა. ასევე მჯერა, რომ ყველა დანაშაული გახსნილია.

 

ეს რას ცვლის, და დღეს შსს მინისტრის მოადგილის პასუხი იმაზე, რაზეც საქართველო ღელავს და დარდობს, სტატისტიკა რომ არის, ეს ნორმალური არ მგონია,

 

არც ის მგონია ნორმალური, ყველაფრის საზომად ნაცმოძრაობა რომ გამოვიყენოთ;

 

ადვილია იყო მათზე უკეთესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კარგი ხარ.

 

უფრო მეტიც, მას თუ ედრები, მთლად კარგად არც შენ გამოიყურები. საზოგადოება იმას კი არ ელის ჩვენგან, რომ ნაცების დროსაც ხდებოდა თურმე დანაშაული და იხსნება, არამედ იმას,- ამ მკვლელობებთან ბრძოლას როგორ ვაპირებთ;

 

მომეტებულ იარაღთან ბრძოლას როგორ ვაპირებთ; ქალების წინაღმდეგ მოძალეებს რას ვუპირისპირებთ; ახალგაზრდის დაცვისათვის რა გეგმა აქვს მთავრობას;

 

სტატისტიკა და შედარებები შეიძლება ექსპერტებმა აკეთონ, შენგან კი კონკრეტულ ხედვას ელის ყველა", - წერს თინათინ ხიდაშელი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !