როგორ დაამსგავსა დანაშაულის პრევენციის ცენტრი წულუკიანმა 90-იანების რომელიღაც უბნის ბირჟას

Image

იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ანი სუბელიანი „ფეისბუქზე“ სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღწერს, რა კითხვებს უსვამდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ მუშაკად აყვანის კანდიდატებს და როგორ დაემსგავსა დანაშაულის პრევენციის ცენტრი 90-იანი წლების რომელიღაც უბნის ბირჟას. „აფხაზეთის ხმა“ ანი სუბელიანის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

 

„ისე, დღეს დილიდან მიტრიალებს თავში ერთი ამბავი და თქვენც მოგიყვებით. ხელისუფება ალბათ 1-2 თვის შეცვლილი იყო, ამნისტიის კანონპროექტი მზადდებოდა. მომზადების პროცესში დანაშაულის პრევენციის ცენტრსაც გაგვიზიარეს დოკუმენტი კომენტარებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი კომენტარები (შოკში ვიყავით, რო წავიკითხეთ, რა მუხლებს შეეხებოდა) არ გაუთვალისწინებიათ.

 

ჩვენ კი არა, შსს-ც წინააღმდეგი იყო მაშინ მაგ პროექტის, მაგრამ ბესელიამ თავისი გაიტანა. ამის შემდეგ, წულუკიანის ინიციატივით ჩვენს ცენტრს ყოფილი პატიმრებისთვის რაიმე უნდა გაეკეთებინა. ჩვენც შევხვდით საერთაშორისო დონორებს, ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, სასჯელაღსრულებიდან ვითხოვდით მიახლოებით სტატისტიკას მაინც, რამდენი ადამიანი გამოვიდოდა, რაც არ გვეღირსა კარგა ხანს და ფაქტობრივად ასე, ბრმად, რამდენადაც შეგვეძლო, დავწერეთ ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის კონცეფცია და სტრატეგია.

 

უნდა აგვეყვანა სოც.მუშაკები, რომლებიც წარმართავდნენ ყოფილი მსჯავრდებულების შემთხვევებს და სერვისების შესაქმნელად კი უნდა გამოგვეყენებინა 2011 წლიდან ამოქმედებული საგრანტო მიმართულება - ანუ, გრანტები გაგვეცა NGO-ებისთვის (ხო, ეს ცალკე თემაა კიდევ, ნახევარი წელი როგორ ვერ მოვაწერინეთ ხელი მინისტრს საგრანტო ხელშეკრულებებზე და მოლოდინის რეჟიმში ვამყოფეთ NGO-ები). დადგა სოც.მუშაკების აყვანის დროც.

 

კომისია რამდენიმე ადამიანისგან შედგებოდა, მათ შორის ვიყავი მეც და იყო მინისტრი წულუკიანიც. უხერხულობისგან ვკვდებოდი, ისეთ არაკორექტულ და არაკომპეტენტურ კითხვებს უსვამდა მინისტრი კანდიდატებს. მათ, ვინც სხვა საჯარო (მსგავსი ფუნქციების მქონე) უწყებაში მუშაობდა, თავს ესხმოდა - თქვენ ადამიანების პირად ცხოვრებას აკონტროლებთ და მეტს არაფერს არ აკეთებთო. ერთი-ორისგან თამამ პასუხებსაც იღებდა, მაგრამ, მეც მიწევდა შემდეგ დასმული შეკითხვებით ოდნავ მაინც შემერბილებინა სიტუაცია.

 

ყველაზე მეტად რამაც შოკში ჩამაგდო, იყო ის, რომ ერთ გოგოს ეკითხება: "თქვენი აზრით, რითი გჯობიათ ყოფილი პატიმარი?" ეს გოგო ძალიან დაიბნა, მაგრამ მაინც უპასუხა - არამგონია ვინმე ან უკეთესი ან უარესი იყოს ჩემზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ყოფილი პატიმარიაო. რა თქმა უნდა, ამ გოგომ მინისტრის სიმპატია ვერ დაიმსახურა, რადგან "სწორი პასუხი" არ გასცა შეკითხვას. მინისტრი აღშფოთდა და ეუებნება: "რა, შენ რომ აქ თბილად ზიხარ და იმ ადამიანმა იქ რომ იმდენი ტანჯვა გამოიარა, შენზე უკეთესი არ არისო?!"

 

აი, მანდ დავრწმუნდი, რომ ამ ადამიანს სრულიად რომანტიზებული ყავდა მთლიანად კრიმინალური სამყარო! ამას მოყვა ის, რომ ნახალოვკელი კაი ბიჭები მოგვიყვანა ცენტრში და დაგვისვა! ამ კაი ბიჭებმა კი სულ მალე, როგორც კი მინისტრმა ჩვენი უფროსი გაათავისუფლა, დაიწყეს თანამშრომლების შევიწროვება, გინება, მუქარა, ძველბიჭური გარჩევები! დანაშაულის პრევენციის ცენტრი ნაცვლად იმისა, რასაც მისი სათაური გვეუბნება, დაემსგავსა 90-იანების რომელიმე უბნის ბირჟას, სადაც ჩაცუცქული და კისერზე სველცხვირსახოცშემოხვეული ბიჭები აყენებენ "პალაჟენიას".

 

ხო, თავიდან ამ ბიჭების დასაქმება უნდოდათ მედიაციის ცენტრში, რომლის გახნისთანავე მე უნდა ვყოფილიყავი მისი მენეჯერი. მე ამაზე თავიდანვე ცივი უარი განვაცხადე, მაგრამ სამწუხაროდ ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროგრამამ (რომელიც უკვე მთლიანად სხვებისთვის იყო სამართავად გადაცემული და მე და სხვა ძველი თანამშრომლები მასში აღარ ვერეოდით) მშვენივრად მოახდინა მათი ინტეგრირება ჯგუფში. თან არგუმენტი ის იყო, რომ ამ ბიჭებს ჩვენი ბენეფიციარების ენა ყველაზე კარგად ესმითო :)) დანაშაულის პრევენციის ცენტრის შემთხვევაში ყველაზე უფრო მეტი სარკაზმი ახლავს ამ ყველაფერს, თორემ მთელი ჩვენი მთავრობა მაგ დღეშია.

 

მენტალური კაი ბიჭებითა და კაი ბიჭების დებით არის სავსე საჯარო სამსახურები (მინისტრებიდან დაწყებული, ყველაზე დაბალი რგოლის თანამშრომლებით დამთავრებული). პრობლემა ამაშია! და არა მაინცდამაინც ერთ კონკრეტულ ამნისტიაში მხოლოდ!..“, - წერს ანი სუბელიანი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !