
საქართველო-საფრანგეთის თანამეგობრობის ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი და ქალაქ ბერჟერაკის მერიის მრჩეველთა საბჭოს წევრი ნუგზარ სულაშვილი დიჯეი დაჩი დარჩიას მკვლელობას "ფეისბუქზე" ეხმაურება.
"ერთი რამ შეიგნეთ - თოფი არასოდესაა მკვლელი. მკვლელია ის ვინც თოფიდან ისვრის... და თუ თქვენმა ამნისტირებულმა ყაჩაღებმა დღემდე ასეულობით ადამიანი მოკლეს, ეს იარაღი თქვენ გეკავათ ხელში და პასუხიც უნდა აგოთ. ნუ გვაგუებთ უბედურებას. მეეჭვება საკუთარი შვილების, ოჯახის წევრების სიკვდილს გაგებით შეხვდეთ! დაითვალეთ რამდენი გირგვლიანი და რობაქიძე მოკალით 2 წელში. ბესელია, იყუჩე დიაცო! შენ და კაკაბაძეს სისხლში ამოსვრილი ქონება არმად შეგერგებათ", - წერს სულაშვილი.