-
2014-08-31 02:09
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წლების წინ მომხდარ ერთ ისტორიას იხსენებს და ისტორიის მონაწილე მთავარ გმირს დაბადების დღეს ულოცავს.
,,რამდენიმე წლის წინ ტელევიზორში ვნახე სიუჟეტი გოგონაზე, რომელიც უსინათლო ახალგაზრდებს ინგლისურსა და კომპიუტერს ასწავლიდა, თუმცა მხედველობა მასაც არ ჰქონდა… ძალიან დამამახსოვრდა მისი თავდაჯერებული საუბარი, მომღიმარი სახე და ოპტიმიზმი. მაშინვე ვთხოვე ჩვენს თანამშრომლებს გვეპოვა ეს დადებითი მუხტით გასხივოსნებული ახალგაზრდა და ყველაფერი გაგვეკეთებინა იმისათვის, რომ მას მხედველობა დაბრუნებოდა.
დღეს, ნანას დაბადების დღეა, ოპერაციების შედეგად მას მხედველობა აღუდგა, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სხვებს განათლება მისცეს და მათ სრულყოფილად ცხოვრების საშუალება ჰქონდეთ.
სწორედ ასეთ ადამიანებზე დგას სახელმწიფო და მე მჯერა, რომ ნანასნაირი ახალგაზრდა ჩვენს საქართველოში კიდევ ძალიან ბევრია, ადამიანები, რომლებიც მათი ნათელი მომავლისათვის ყოველთვის, ყველა გარემოების მიუხედავად იბრძვიან.
გილოცავ ნანა!“– წერს სააკაშვილი ,,ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.