
თბილისის საკრებულოს წევრი, ჟურნალისტი ზვიად სეხნიაშვილი ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციას „ვაჟა - ჩვენი თანამედროვე“, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ლევან ბერძენიშვილს ჩვენს სულკურთხეულ ვაჟა-ფშაველაზე მიუქარამს რაღაც, უკადრებელი დაუბრალებია უსაყვარლესი მგოსნისთვის და ზედაც ხევსურები მიუყოლებია - ასე უთქვამს - ეგენი წინათ მტერს რომ მარჯვენას სჭრიდნენ,მერე იმ მარჯვენას სჭამდნენო...
ბატონი ბერძენიშვილი ადრე იმასაც ამბობდა - მე ილია ჭავჭავაძეს არ ვცნობო... მერე აკაკი მიუყოლებია, ახლა ვაჟას გადასწვდა და შეურაცხყო...
ჰოდა ხევსურებმაც წაუკაფიეს და მაგრადაც, ეგრე მოუხდება მაგას და ყველას, ვინც მასხარად იგდებს, ანდა შეგნებულად აცამტვერებს ქართულ ტრადიციებს:
„ემაგ მოდღლეძილ ლაშებში,
ენას ვერ ატევ წყეულო,
საგინებლადაც არ ღირხარ,
შე ვაჟას გადანგრეულო!!!...“
პ.ს. ხევსურნო, გენაცვალეთ თქვენა !!!” - წერს სეხნიაშვილი.