
მართალია „კაზანტიპის რესპუბლიკის“ პრეზიდენტი, ნიკიტა მარშუნოკი შემოსავლების ნაწილშინ „კაზანტიპით" უკმაყოფილოა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ მომავალ წელსაც საქართველოში გეგმავს „კაზანტიპის“ ჩატარებას.
მარშუნოკის ამ განცხადებას „ტაბულა ART“-ის რედაქტორი ლექსო მაჭავარიანი გამოეხმაურა.
„კაზანტიპი“ რომ „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩატარებულიყო:
• ანაკლიაში აშენდებოდა აეროპორტი, 100 ახალი სასტუმრო, 20 საავადმყოფო, 10 პოლიციის შენობა და 7 იუსტიციის სახლი;
• საპატრიარქო დუმილის სანაცვლოდ ბიუჯეტიდან მიიღებდა დამატებით 20 მილიონს;
• ასავალ-დასავალი გაივსებოდა შიშველ გოგონებთან ჩახუტებული მიშას ფოტოებით;
• ლაინაფში აუცილებლად იქნებოდა სოფო ნიჟარაძე“, - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ლექსო მაჭავარიანი.