
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგა ხაჩიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ზოოპარკი სამი პინგვინით შეივსო.
„ერთი, არაფერში გამოსადეგი ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ. (ხანდახან ეგრეც ხდება ხოლმე)
წყაროს 100%-ით ვენდობი და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვისაც მეთქვა.
ერთი მოკვდომია ცოტა ხნის წინ და სამი ჩამოუყვანია ახლახანს.
ამჯერად ზვიგენი არა, პინგვინი.
იცოდეთ მაინც, სტატისტიკის მოყვარულებმა.
ზვიგენიც მართლა ჰყავს და ესეც ნამდვილი ამბავია, მაგრამ რა...
თან თვითონაც იცოდეს, რომ არც ეგეთი დაცულია მისი ზოოპარკის შიდა ამბები", - წერს გოგა ხაჩიძე.