-
2014-08-29 08:56
„ფეისბუქის“ მომხმარებელი ნიკოლოზ მეტრეველი რუსეთის აგრესიაზე ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების თავშეკავებულ რეაქციას ეხმიანება და სტატუსს აქვეყნებს.
„ლუფჰანზას“ რომ ჩამოაგდებენ პუტინის ტერორისტები, მაშინაც გაჩუმდით და ზამთრისთის გაზზე იფიქრეთ, ფრაუ ანჰელა...
„ეარ ფარნსს“ რომ ააფეთქებენ პუტინის ტერორისტები, მაშინაც გაჩუმდით, მისიე ფრანსუა...
„ამერიკან ეარლაინს“ რომ გაანადგურებენ პუტინის ტერორისტები, მაშინაც გაჩუმდით მისტერ ბარაკ...
კუბაზე წყალქვეშა გემებს რომ ჩაგიყენებს და ბალისტიკურ დაგიყენებს... არქტიკა დაუთმეთ არ გაღიზიანდეს...
"პრაღის გაზაფხულს" რომ მოაწყობს შუაგულ ევროპაში ვოვა, მაშინ მხოლოდ შეშფოთდით... აღელვების გარეშე...
პოლონეთამდე რომ ჩამოვა, მინსკში შეხვდით და გაუღიმეთ...
ახალი კედლის ასაშენებლად რომ ჩამოვა... ლუდი დაუსხით და ცემენტი მიაშველეთ და სამშენებლო ბლოკი დაახვედეთ...
მერე ბალკანეთზე იუგოსლავიას რომ დააბრუნებს.... თქვენ ნოვოროსია აღიარეთ... და გაზი გექნებათ... თორემ ჩვენ რომ ხურდაი ვართ გავიგე...
ისე როგორ მოვკვდები, რომ რაც ზემოთ დავწერე არ ვნახო... „როსიაა 24-ზე“ მაინც...“