-
2014-08-28 05:56
საპარლამენტო უმცირესობის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მარიამ საჯაია, რომელიც ანაკლიაში, კაზანტიპის ფესტივალზე იმყოფებოდა, პროექტის გამო მადლიერებას გამოხატავს და წერს, რომ იქ „ყველაფერი უმაგრესია“.
„მართლა კარგი იყო კაზანტიპი“, ბევრი ამბობს გართობა არ არისო… და ქობულეთში უკეთ ერთობა (?) მუსიკა, აპარატურა, განათება, შოუ, სიტუაცია, ყველაფერი უმაგრესია! ქართველი გოგოებისთვის უფასო… რაც შეეხება “აღვირახსნილი გარყვნილების” თემას: აქ ხდება თავისუფლება, არავინ გაძალებს არაფერს და გარყვნილებას ვინ დაგაძალებს…
უსმენ მუსიკას, ცეკვავ, იღებ ენერგიას და გამოსცემ პოზიტივს! ყველაზე მეტად ვისაც უნდა რომ გარყვნილება ხდებოდეს და აქტიურად ეძებენ, არიან იქ მყოფი ქართველი კაცების ნაწილი… პლუს ერთი არგუმენტი : ))) ქართველი უფროსი ძმა დამპატიჟებდა მსგავდი ბუდე რომ იყოს?! აქ ხდება თავისუფლება
P.S. არ დამიწყონ ვიღაცებმა რატომ წახვედი, რომ გაიგონ, გაგიბაზრონ და ა.შ. Answ: გახსნილობა, გამჭვირვალობა, სიმართლე, პლუს we are young, we love freedom! P.P.S. ორმაგი შოკი იყო ჩენთვის, რადგან მახსოვს ჩემს ბავშვობაში რაც იყო განმუხური… მადლობა! უდიდესი!” – წერს მარიამ საჯაია facebook-ის საკუთარ გვერდზე.