„რაღაც გეშლებათ ქალბატონო მინისტრო...“

Image

ყოფილი საგარეო საქმეთა  მინისტრი სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოში მცხოვრებ უცხოელებთან დაკავშირებით.

 

 

„უგუნურობა თუ მავნებლობა?

 

„ყველა იმ ადამიანს, რომლებიც წარსულში იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და სხვადასხვა მიზეზით დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა. მათ გამარტივებული გზით შეეძლებათ საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლება მოიპოვონ“, - ნათქვამია წულუკიანის განცხადებაში!!!!

 

რაღაც გეშლებათ ქალბატონო მინისტრო: იმ ქართველებს (ძირითადად უცხოეთში მყოფ და იქიდან ოჯახის და ქვეყნის დამხმარეებს) საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლება კი არ სჭირდებათ - გადმოგდებული ვით ლუკმა პური - არამედ აღიარება იმისი, რომ არიან სრულყოფილი მოქალაქეები, სრულუფლებიანი და არა მეორე კატეგორისა და რომ მათ ელოდებიან და თვლიან თავიანთ ქვეყანაში, როგორც ამ ქვეყნის აღშენებლობის აუცილებელი შემადგენელი.

 

და არა უცხოელებად თავიანთვე ქვეყანაში, „საცხოვრებლად“ შემოსვლის ნებადართულნი !!!!!

 

ჩემის აზრით, სრულიად ეს გადაწყვეტილება არაკომპეტენტური, მოუფიქრებელი და შეურაცხყოფელია ყველა იმ ქართველისთვის ვინც დაკარგა მოქალაქეობა არა „სხვადასხვა“ მიზეზის გამო - როგორც არის ნათქვამი - არამედ იმიტომ, რომ ჯერ არ გამართულა ის კანონი, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის შემთხევევაში ქართული მოქალაქეობის მინიჭებისთვის აღარ მოითხოვდა ჯერ გამოსვლას მოქალაქეობიდან როგორც მინიჭების წინაპირობა, არამედ ამ პროცესს ავტომატურს გახდიდა....

 

იმის მაგივრად, რომ ვფიქრობდეთ ჩვენ უცხოეთში მყოფ თანამემამულეებზე და იმაზე, თუ როგორ მათ დავუბრუნოთ წართმეული მოქალაქეობა, მოქალაქედ ყოფნის განცდა და სურვილი შევუნარჩუნოთ დაბრუნებისა, ვფიქრობთ ... არ ვიცი რაზე.

 

ნამდვილად არც სახელმწიფოზე, არც მის გაძლიერებაზე. მეტსაც ვიტყვი, ეს არის შინაარსით ანტიქართული კანონი... არ ვიცი ამდენი თუ აქვს ხელისუფლებას გააზრებული თუ მხოლოდ არ უფიქრიათ და მხოლოდ ვიზიტების განაწილებით არიან გართულნი!

 

მაინტერესებს ამ შემთხვევაში დიასპორის სამინისტროს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.... პრეზიდენტის შეხედულება, რომელიც უნდა თვლიდეს თავს უცხოეთში მცხოვრები ქართველების უფლებების დამცვლელად, და საერთოდ პრემიერს თუ აქვს ეს საკითხი გააზრებული????

 

ასევე იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილების საპროტესტოდ ქართული საზოგადოება იმავე ენთუზიაზმით შეხვდება ამ გამოწვევას, როგორც წყლის გადავლებას....", - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !