
მომღერალმა ანრი ჯოხაძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე პროექტ „ორ ვარსკვლავთან“ დაკავშირებით ნისტალგია გამოთქვა და პროდუსერ ნოე სულაბერიძეს მოუწოდა, ანალოგიური პროექტები ხშირად აკეთოს.
„ვუყურებ „ორი ვარსკვლავის“ გამეორებას და მიუხედავად გარკვეული „კრიტიკისა“ ამ პროექტმა დიდი პოზიტივი შემოიტანა ტელესივრცეში და უდაოდ დაუვიწყარი ეპიზოდები დატოვა ჩვენი ცხოვრების არქივში.
ნოე აკეთე !!! არა აქვს მნიშვნელობა სად, მთავარია აკეთე !!!
P.S. კრიტიკოსები ჩუმდებიან მაშინ, როცა არაფერს ჰქმნი.
ანრი ჯოხაძის ეს სტატუსი მაშინვე აიტაცეს შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმა.
ირინა ონაშვილი: დღეს ვფიქრობდი რა უცებ ჩაიარა იმ პოზიტიურმა პერიოდმა, ძალიან მენატრება პროექტი და ყველააა
ანრი ჯოხაძე: რაღაცნაირად მეც გული დამწყდა, თან ამ გადასახედიდან ცოტა ზედმეტად გააკრიტიკეს პროექტი
თეონა კონტრიძე: გაასწორა... ბევრი ვიცინე...
ნინი ბადურაშვილი: ცოტა არა, ძალიან ზედმეტად...
ვახტანგ რჩეულიშვილი: პროექტის ქვესათაური უნდა ყოფილიყო „ჩვენ ვეძებთ ტალანტებს“- მე ყოველ შემთვევაში საკუთარი თავი აღმოვაჩინე!
ჰაჰაჰაჰა! ეხლა გაარჩიე ჩემი მჩქეფარე ტალანტი თეონა?! სანთელ-საკმეველი გზას არ დაკარგავსო! Лучше поздно чем никогда!
ნოე სულაბერიძე: მადლობა, ანრი!
ვახტანგ რჩეულიშვილი: ანრი მართლაც მაგარია - კარგ ხასიათზე დამაყენა - თუმცა ისედაც კარგზე ვიყავი-გუკას დაბადების დღეს ავღნიშნავ! ყველას სადღეგრელოს დავლევ და ყველას გეპტიჟებით რთველზე კახეთში-იქ უკვე ვიქეიფებთ!
ისე გული დამწყდა მახინჯაურში რომ ვერ ჩამოხვედით, მაგრამ არაუშავს-რთველი არნაკლებია! ალბათ სექტემბრის მეორე ნახევარში. დროს შეგატყობინებთ! Go down Mozes!
თეონა კონტრიძე: საიდან მოიტანეთ, ბატონო ვახტანგ?
ვახტანგ რჩეულიშვილი: რა საოცარია სივრცეა ფბ! ანრის ნებისმიერ სურათს და პოსტს ასობით ლაიკი მოსდევს, ამ ტექსტს კი მხოლოდ 30-იმდენი, ვინც დათაგული იყო.
აღარავის აინტერესებს დამთავრებული შოუ, ყველა დღევანდელი დღით ცხოვრობს: აღარც წარსული და აღარც მომავალი! ერთადერთი ჩვენ ვართ, ვისაც ამ შოუში ჩატოვებული გვაქვს ცხოვრების რაღაც ნაწილი! არ უნდა დავკარგოთ ეს ტკბილი მოგონებები!
ნინი წიკლაური: მენატრება ეგ დრო და თქვენ!