ირაკლი ალასანიას ვაჟმა დედას ფიცის დადებაზე მისვლა აუკრძალა

Image

თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე ამაყობს, რომ მისი ვაჟი ნიკოლოზ ალასანია ჯარისკაცი გახდა და დედის განცდებს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე აქვეყნებს.

 

 

„ყოჩაღი ჯარისკაცი ნიკო. ჯარში წაიყვანეს დედას გუფთა, გუშინ.

 

დარდი არ გქონდეს სამშობლოვ, ეს ბიჭიც დაგიცავს ეს ერთი წელი, კაცი პაციფისტი და კაცი ოქრო.

 

კარანტინში კონტაქტი არ შეიძლება სამი კვირა, ტანსაცმელი და ტელეფონით გადაღებული ფოტო რომ მომცეს გუშინ, ძალიან ავჩუყდი, სულაც არ მქონდა ძლიერი ქართველი დედის რეაქცია.

 

თან ირაკლი აფრიკაშია, („გამასწარ ხუთკუნჭულა ხიდსა?“), ვერც ვერავის გავუზიარე განცდა უცებ.. მაგრამ გონებით როცა ვფიქრობ, ჰო - კაცს თავისი "კვადრატის", ანუ ქვეყნის, როგორც საკუთრების დაცვაში თავისი წვლილის შეტანა ალბათ უნდა იზიდავდეს.

 

თავის დაძვრენა ავადმყოფობის ცნობით, როცა ეს რეალობა არაა, უნდა ეუხერხულებოდეს. ზოგადად ასეა. იმედია თბილისელი ბიჭები უფრო აქტიურები გახდებიან, როგორც ადრე იყვნენ, „დაბრაკულთა“ უდიდესი წილი თბილისზე მოდის...

 

საჭმელები კარგიაო, შემომითვალა, არადა არ მიკითხავს )))))))))))) დედასიანია პრიორიტეტები ერთი გვაქვს ცხოვრებაში, ფიცის დადებაზე არ მოხვიდეო, არავაჟკაცურია ეტყობა დედის დასწრება, თუ

 

რა არის ვერ გავიგე. იმედია შეიცვლის აზრს, ყველას დედა იქნება და მე რა დავაშავე?", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

 

ნათიას პოსტს „ფეისბუქ-მეგობრები“ გამოეხმაურნენ.

 

ინგა გრიგოლია: კარგი....კარგი კი არა, მაგარი....უმაგრესი, უუუუუუძალიანმაგრესი ბიჭი.

 

ლალი მოროშკინა: გეიზარდნენ ბალღები.

 

ეკა შანიძე: რიგითი ალასანია! ალბათ უახლოესებს თუ უნახავთ უფროსი ალასანიას სახეზე ის განსაკუთრებულად ამაყი გამომეტყველება, რაც მე იმ დღეს სრულიად შემთხვევით ვნახე, როცა ნიკა მამას სამსახურში ესტუმრა და სამხედრო სამსახურში წასვლის შესახებ გადაწყვეტილება შეატყობინა.

 

ზუსტად ვიცი რას ნიშნავს თითოეული ჯარისკაცისთვის ამ ძალიან კარგი ქართველი ბიჭის ნაბიჯი. მშვიდობიან სამსახურს გისურვებ ნიკა შენ და ყველა სამხედროს!

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !