-
2014-08-26 18:16
კრემლი აუცილებლად აღმოაჩენს რა კატასტროფაში შეჰყო თავი- ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძე წერს. ვაშაძის თქმით, თუ დღეს პოროშენკო მინსკში, პუტინთან შეხვედრაზე სეპარატისტული რეჯიმების ლეგიტიმაციაზე დაითანხმეს ხანგრძლივი ომი გარანტირებულია.
"გერმანიის ენერგეტიკის სამინისტრო დათანხმდა რუსული კაპიტალის მიერ კომპანია RWE-ს შესყიდვას", - იტყობინება სააგენტო Reuters-ი. ცნობისთვის: ეს ის კომპანიაა, რომელსაც რევერსული გაზი უნდა მიეწოდებინა უკრაინისთვის სლოვაკეთიდან. კიევში ვიზიტისას კანცლერმა მერკელმა განაცხადა, რომ "რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების საკითხი დღის წესრიგში არ დგას". გერმანიის ვიცე-კანცლერი ზიგმარ გაბრიელი "...მხარს უჭერს უკრაინის ფედერალიზაციას". თუ დღეს მინსკში პრეზიდენტ პოროშენკოს ხელები გადაუტრიალეს და "ნოვოროსიის" სეპარატისტული, ფაქტიურად საოკუპაციო, რეჟიმების ლეგიტიმაციაზე დაითანხმეს, - ანუ ისეთ მცდარ ნაბიჯზე, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა 90-ანი წლების დასაწყისში აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, - ხანგრძლივი ომი უკრაინაში და რუსეთის ახალი აგრესია "ახლო სამეზობლოში" გარანტირებულია. მერე ნურავინ იკითხავს, ეს ვისი ბრალი იყოო. ერთია პოზიტივი, რომ შეერთებული შტატები დემონსტრაციულად არიან დისტანცირებული ამ "მოლაპარაკებებისგან". და მთავარი: უკრაინელი ერი უკვე არავის აპატიებს იმას, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში გამარჯვებისთვის დაღუპული მეომრების სიკვდილმა ფუჭად ჩაიაროს. კრემლი აუცილებლად აღმოაჩენს, რა კატასტროფაში შეჰყო თავი.”- წერს გრიგოლ ვაშაძე ,,ფეისბუქზე“.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26